წესები და პირობები

მიწოდების პირობები (DELIVERY METHODS)

Sevenshop.ge-ზე განთავსებულ ყველა პროდუქტზე ან პროდუქტების სეტზე (რამდენიმე ნივთი ერთად) მოქმედებს უფასო საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რის შესახებაც აუცილებლად იქნება აღნიშნული პროდუქტის გვერდზე.

მიწოდება ხდება 1 ან 2  სამუშაო დღეში თბილისის, ხოლო 2 სამუშაო დღეში რეგიონული შესყიდვის შემთხვევაში.

ასევე შესაძლებელია შეძენილი ნივთის გატანა ჩვენი ოფისიდან.

ანგარიშსწორების პირობები (PAYMENT METHODS)

ანგარიშსწორების მეთოდებად საიტზე შეგიძლიათ გამოიყენოთ პირდაპირი საბარათე გადახდის, საბანკო გადარიცხვის და კურიერთან გადახდის მეთოდები. ბარათით გადახდის სისტემა ხორციელდება Unipay.ge-ს მეშვეობით და ის უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება.

თანხის უკან დაბრუნების პირობები (MONEY BACK POLICIES)

მომხმარებელს შეძენილი პროდუქციის უკან დაბრუნება შეუძლია მიღებიდან 2 დღის მანძილზე აღმოჩენილი ნებისმიერი ქარხნული წუნის ან საიტზე მითითებული აღწერიდან განსხვავებული ნივთის მიღების შემთხვევაში.

მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ამ შემთხვევაში განიხილება ნივთის გადაცვლის ან თანხის სრულად უკან დაბრუნების საკითხი.

თანხის დაბრუნების მაქსიმალური ვადა გახლავთ ნივთის უკან, კომპანიის ოფისში დაბრუნებიდან 1 სამუშაო დღე, უნაღდო ანგარიშსწორებით, მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე.